fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა

69

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტს“ ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ბიბილოვის პრესმდივან დინა გასიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ე.წ. „პრეზიდენტს“ ვირუსის იოლი ფორმა აქვს და საკუთარი „მოვალეობის“ შესრულებას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დინა გასიევასაც დაუდასტურდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი