კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონი

წნორში ცხოველთა დაცვის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წევრს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ინციდენტი წნორში, პოლიციელების თვალწინ მოხდა.

ორიგანიზაციის წარმომადგენლები, ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში, ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდნენ.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ადგილობრივ მცხოვრებს, ათობით ძაღლი მძიმე პირობებში, საკვებისა და ვეტერინალური დახმარების გარეშე ჰყავს.

სახლში რეალურად არსებული ვითარების გამო, ორგანიზაციის წევრებმა, ორი ძაღლი წაიყვანეს.

ამ ფაქტმა მეპატრონე იმდენად გააღიზიანა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წევრები, ძაღლების მეპატრონეს თაღლითობაში ადანაშაულებენ.

მათი ინფორმაციით, ის ფინანსურ მხარდაჭერას, ძაღლების პატრონობისათვის, სოციალური ქსელით ითხოვს, თუმცა თანხას ცხოველების მოსავლელად არ ხარჯავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის, 126-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button