
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის მიმდებარედ, წიწვოვან ტყეში ხანძარს მეორე დღეა აქრობენ.
ამის შესახებ რადიო თბილისს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
“მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები და საშიშროება, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტს გადაედოს არ არსებობს”, – აცხადებენ უწყებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
მათივე ცნობით, რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა შეძლეს და ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა.