მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

კოვიდ-19 სამშობიარო განყოფილების ექთანს დაუდასტურდა.

საავადმყოფოს დირექტორის, გელა ორველაშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულს პაციენტებთან შეხება არ ჰქონია.

“ამ დროისათვის განყოფილებას არცერთი პაციენტი არ ჰყავდა. მისი კონტაქტების რაოდენობაც ძალიან მცირეა და სამი ადამიანი გადავიდა თვითიზოლაციაში. სამშობიარო განყოფილების, ან საავადმყოფოს მუშაობა არ შეფეხებულა. პირიქით, ვფიქრობ, რომ ახლა სამედიცინო დაწესებულებები კი არ უნდა შეჩერდეს, პაციენტები უნდა მიიღოს”, – განაცხადა ორველაშვილმა რადიო ჰერეთთან.

დაინფიცირებული ექთანი, 50 წელს გადაცილებულია. ამ ეტაპზე, ის მკურნალობას სახლის პირობებში გადის.
ეპიდემიოლოგები, ექთნის ინფიცირების წყაროს დადგენას ცდილობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button