მოზაიკასიახლეები

ბეტმენის გადასაღებ მოედანზე სუპერმენი და ქალი საოცრება გამოჩნდნენ

ქსელში ლონდონში მიმდინარე ახალი ბეტმენის გადასაღები მოედნიდან ახალი ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა.

ახალი მასალის მიხედვით, ფილმის მოქმედება ჰელოუინის პერიოდში განვითარდება. ერთ-ერთ სცენაში ათობით დღესასწაულისთვის გადაცმული სტატისტი მონაწილეობს. ორ მათგანს სუპერმენისა და ქალი საოცრების კოსტუმები აცვიათ.

გარდა ამისა, Warner Bros.-მა მთავარი გმირის რამდენიმე ახალი სურათიც გამოაქვეყნა.

DC-ის კომიქსების ეკრანიზაციას ამჯერად მეთ რივზმა მოკიდა ხელი. გოთემის მცველის როლს რობერტ პატინსონი ასრულებს. სურათის გადაღებების მსვლელობისას მთავარი როლის შემსრულებელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ამ დროისთვის მსახიობი თავს კარგად გრძნობს, პროექტზე მუშაობა რამდენიმე კვირის წინ განახლდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button