მოზაიკასიახლეები

ჩინეთი 2020 წლის კინოგაქირავების ლიდერია

ანალიტიკური კომპანიის Artisan Gateway-ის მონაცემებით, 18 ოქტომბერს ჩინეთი მსოფლიო კინოგაქირავების ლიდერი გახდა.

ჩინეთმა მიმდინარე წელს 1.988 მილიარდი დოლარი მოაგროვა, აქამდე 1.937 მილიარდი დოლარით პირველ ადგილზე ამერიკის კინობაზარი იყო.

ცვლილება პირველ რიგში ახალი კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. ჩინეთმა სხვებზე ადრე შეძლო ვირუსის გავრცელების შეჩერება და კინოთეატრების ამუშავება.

2020 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი მეორე მსოფლიო ომის შესახებ გადაღებული ბლოკბასტერი რვა ასეული გახდა. ჩინურმა ფილმმა 459 მილიონი დოლარი შემოიტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button