მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ირლანდია მკაცრ საკარანტინე რეჟიმს ანახლებს

ირლანდია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მკაცრ საკარანტინო რეჟიმს ხელახლა აწესებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი ზომების ფარგლებში არააუცილებელი ბიზნეს ობიექტები დაიხურება, ბარებსა და რესტორნებს კი მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ.

„ყველას შინ დარჩენისკენ მოვუწოდებთ,“- განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა, რომელმაც შეზღუდვის ახალი ზომები წარადგინა.

მისივე თქმით, ირლანდიაში სკოლები და ბაღები კვლავ ღია დარჩება.

„არ დავუშვებთ, რომ ჩვენი შვილები და ახალგაზრდები მომავალში ამ დაავადების კიდევ ერთი მსხვერპლი გახდნენ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ახალი ზომები ხვალიდან ამოქმედდება და ძალაში 6 კვირის განმავლობაში დარჩება.

ცნობისათვის, ირლანდიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 50 993 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1 852 ადამიანი დაღუპულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button