ზუგდიდის ლაბორატორიაში ვირუსი 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა
სამეგრელოს მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 279 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, კორონავირუსი 68-ს დაუდასტურდა.
რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან 39 შემთხვევა ზუგდიდში დადასტურდა. მათგან 10 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 29 კი ცხელებით და სხვადასხვა გამოვლინებით მისული პაციენტები არიან.
7 შემთხვევააა ფოთში, ამდენივე ჩხოროწყუში, 5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 4 – სენაკში, 4 – წალენჯიხაში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა მარტვილში. 1 ინფიცირებული გამოვლინდა საკარანტინო სივრცეში, რომელიც თბილისის მაცხოვრებელია.
რუხის კლინიკაში მკურნალობს 114 პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტია მოთავსებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 7 პირი. მათ შორის 6 რუხის, ერთი კი ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. (4 ზუგდიდი, 1 ფოთი, 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეა (პოლონელი) და 1 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა).
რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინო სივრცეში 232 ადამიანი რჩება.