თელავის პირველ სკოლაში ვირუსი კიდევ ორ მასწავლებელს დაუდასტურდა

მეფე ერეკლე მეორეს სახელობის თელავის პირველ საჯარო სკოლაში, კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კოვიდ-19 სკოლის კიდევ ორ პედაგოგს დაუდასტურდა და ერთ-ერთი მათგანი დაწყებითი კლასის პედაგოგია.
სკოლა ამჟამად დაკეტილი და სწავლების ონლაინ რეჟიმზეა გადასული.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ონლაინ სწავლებაზე გადასვლის მიზეზი, სკოლის სპეც პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირება გახდა, რომელსაც კოვიდ-19, 18 ოქტომბერს დაუდგინდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებამ წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ინფიცირებული პედაგოგის კონტაქტების გამოვლენა ვერ ხერხდება და მთლიანი პედაგოგიური კოლექტივი, ტესტირებას დაექვემდებარება.
რამდენ ხანს დარჩება სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.