მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდის პირველი სკოლა სრულად ონლაინ სწავლებაზე გადავიდა

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა სრულად ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.
როგორც სკოლის დირექტორი ნინო გოგინავა სოციალურ ქსელში წერს, მიზეზი მოსწავლის და მასწავლების ინფიცირებაა.
“პირველი სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. სულ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ შიდა სასკოლო გადაცემის ფაქტი არ არსებობს. მოსწავლე მშობლისგან დაინფიცირდა, მასწავლებელიც მეზობლის კლასტერია. მათ სკოლასთან დაინფიცირების შემდგომ არ ჰქონიათ შეხება, რაც მათი ინფიცირებულთან კონტაქტის დროის დადგენით დასტურდება. ამისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ სკოლაში გადაცემა არ ყოფილა. სიფრთხილის და მეტი დაცულობის გამო გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. გაუფრთხილდით ბავშვებს, ოჯახის წევრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას”, – წერს ის.
სკოლა დისტანციურ რეჟიმში 12 დღე იმუშავებს, შემდეგ კი სკოლის დირექტორის თქმით, განათლების სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button