კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“ვიპოვით გზას, რომ თითოეულის ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს”

საქართველოს ბანკი, ზუგდიდის სპეცოპერაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“გუშინდელ მოვლენებში ჩართული ყველა თანამშრომელი, მომხმარებელი და პოლიციელი ახლა უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა. აუცილებლად ვიპოვით გზას, რომ თითოეულის ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, მადლობა გულშემატკივრობისთვის”, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში, 21 ოქტომბერს შეიჭრა. სპეცოპერაცია დაახლოებით 14:30სთ-ზე დაიწყო, მაშინ როცა შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ხალხის ნაწილმა, სახანძრო კიბით მოასწრო გაქცევა, ნაწილი კი ბოლოტმოქმედთან ერთად ბანკში, საღამომდე იმყოფებოდა. მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელი მძევლებს ეტაპობრივად ათავისუფლებდა და მოთხოვნეს, ერთ-ერთი დაკავებულის საშუალებით, პირდაპირ ეთერში აჟღერებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button