Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

GUCCI-ის პროდუქცია კომპიუტერულ თამაშ THE SIMS 4-ში გამოჩნდა

104

ცნობილი იტალიური მოდის სახლის Gucci-ის პროდუქცია კომპიუტერულ თამაშ The Sims 4-ში გამოჩნდა. მომხმარებლებს საკუთარი პერსონაჟისთვის ცნობილი ბრენდის ასობით აქსესუარის შეძენა სპეციალურ ხისგან აშენებულ ვირტუალურ მაღაზიაში შეუძლიათ.

მოდის სახლის წარმომადგენლებისა და დეველოპერების ერთობლივი ძალისხმევით თამაშში კოლექცია Off The Grid გამოჩნდა. ეკოლოგიურად სუფთა კოლექციის პრეზენტაცია 2020 წელის ივნისში გაიმართა. სასტარტო ჩვენებას ჯეინ ფონდა, Lil Nas X და სხვა ცნობილი ადამიანები დაესწრნენ.

“Off The Grid პატარა ხის სახლია, რომელიც ბეტონის ჯუნგლების შუაგულში დგას. თითოეულმა ჩვენგანმა მსგავსი სახლი უნდა ააშენოს”. – ამბობს Gucci-ის კრეატიული დირექტორი, მოდელიერი ალესანდრო მიშელი.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი