მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში, კორონავირუსი ორი წლის ბავშვს დაუდასტურდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, კოვიდ-19, ორი წლის ბავშვს დაუდასტურდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ვირუსი აღმოაჩნდა ბავშვის ბებიასაც, რომელიც მცირეწლოვანს უვლიდა.

ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, მათთან კონტაქტში ყველა პირი, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
მცირეწლოვანის ინფიცირების წყარო, ამ ეტაპზე დაუდგენელია.

ექიმების ინფორმაციით, მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებიდან, მას მხოლოდ დიარეა აღენიშნება.

კახეთში კორონა ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე, ბავშვების ინფიცირების 23 შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებულთა შორის, ყველაზე უფროსი, 14 წლის, ხოლო ყველაზე უმცროსი, ცხრა თვის იყო.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის ცენტრის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კოვიდ19-ით ბავშვთა ინფიცირების მაჩვენებელი კახეთში, მაღალია.

“საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. სანუგეშოა ის, რომ ბავშვები, უფროსებთან შედარებით, კორონავირუსს ადვილად იტანენ და ლეტალური გამოსავალი, თითქმის არ ფიქსირდება”, – განაცხადა ხიზანიშვილმა რადიო ჰერეთთან.

დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 გადააჭარბა.

მსგავსი პოსტები

Back to top button