კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
სოფელ ინგირში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/10/ბენზინგასამართი.jpg)
ზუგდიდში, სოფელ ინგირში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა 1000 ლარამდე თანხა წაიღეს, რის შემდეგაც მიიმალნენ, მანქანა კი, რომლითაც გამტაცებლები გადაადგილდებოდნენ, სამართალდამცავებმა დღეს დილით სოფელ ნარაზენში, უჩაშონას უბანში იპოვეს.
ამ წუთებში იქ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევა 22 ოქტომბერს მოხდა.
მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.