Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბანკამდე თავდამსხმელი 112-ის მოქმედმა თანამშრომელმა მიიყვანა

109

ზუგდიდის ცენტრში მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალამდე თავდამსხმელი მანქანით შინგან საქმეთა სამინისტროს, 112-ის, თანამშრომელმა დავით მატუამ მიიყვანა.

მატუას ძმის თქმით, შეიარაღებული პირი მას სოფელ კოლხიდასთან დახვდა და იარაღის მუქარით აიძულა ქალაქის ცენტრამდე მიეყვანა.

“დავითი სახლიდან გავიდა მეგობართან მიდიოდა და ჩვენს ქვემოთ არის ხიდი 1 კილომეტრში, იქ გადაუდგა პიროვნება გზაზე, ისე ჩაცმული, როგორც ბანკში იყო. ქალაქსში გავიდნენ, უთქვამს რომ იარე ნელა და ტროტუარზე ადი. ავტომატიანი კაცი რომ გიზის ვინ არ შეასრულებდა.. ეგრევე რეკავდა პოლიციაში, თან მიდიოდ სამსახურში, რომ ზემდგომებისთვის მოეხსენებინა” – ამბობს მატუას ძმა.

შეგახსენებთ, რომ ბანკზე თავდასხმა 21 ოქტომბერს მოხდა. თავდამსხმელს მძევლად 19 პირი ჰყავდა აყვანილი. თანხის მიღების შემდეგ, მან ბანკი რამდენიმე მძევალთან ერთად, პოლიციის მანქანით დატოვა. მძვლები ტყეში ჩამოსვა, თავად კი, ცოტა მოშორებით მიატოვა მანქანა და მიიმალა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი