კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები
ავჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/10/ავჭალა-2.jpg)
ავჭალაში ახალგაზრდა კაცი მანქანაში ჩაცხრილეს.
ინფორმაციას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია ავრცელებს.
როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, მამაკაცი „იარაღით ხელშია გარდაცვლილი“.
„ახლახანს, გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე, მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილი. მკვლელმა გაქცევა მოასწრო“, – წერს მელია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სხვა დეტალებზე უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.