მოზაიკასიახლეები

NETFLIX-მა ჩედვიკ ბოუსმენი ოსკარზე წარადგინა

საფესტივალო სეზონი ახლოვდება და კომპანიები ამერიკის კინოაკადემიისთვის კანდიდატების წარდგენას იწყებენ. სტრიმინგსერვის Netflix-მა ოსკარისთვის ორი მსახიობი ჩედვიკ ბოუსმენი და ვაიოლა დევისი წარადგინა. ორივე მათგანი ფილმ Ma Rainey’s Black Bottom-ში მთავარ როლებს ასრულებენ.

ნომინაციის მიღების და გამარჯვების შემთხვევაში ბოუსმენი რიგით მესამე მსახიობი იქნება, რომელმაც ოსკარი სიკვდილის შემდეგ მოიპოვა. წარსულში გარდაცვალების შემდეგ ჯილდო პიტერ ფინჩმა(ფილმისთვის ტელექსელი) და ჰით ლეჯერმა(ფილმისთვის ბნელი რაინდი) მიიღეს.

ვაიოლა დევისისთვის ეს რიგით მეოთხე ნომინაცია იქნება. აქამდე მსახიობი ნომინირებული იყო ფილმებისთვის Doubt, The Help, Fences.

მომავალი ფილმი ოგასტ უილსონის ცნობილ პიესას ეფუძნება. მთავარი გმირი მა რეინი ბლუზის მომღერალია, რომელსაც ალბომის ჩაწერაში მესაყვირე ლივი ეხმარება.

Ma Rainey’s Black Bottom ბოუსმენის უკანასკნელი როლია. მსახიობი სიმსივნით გარდაიცვალა მიმდინარე წლის აგვისტოში.

მსგავსი პოსტები

Back to top button