მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში კიდევ ერთი საჯარო სკოლა დაიკეტა

თელავის მეშვიდე საჯარო სკოლა, ერთი კვირის განმავლობაში, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა.
ონლაინ სწავლებაზე გადასვლის მიზეზი, სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, პედაგოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
თელავში დაკეტილია პირველი საჯარო სკოლაც. უკვე ერთი კვირაა, მოსწავლეები სასწავლო პროგრამას ონლაინ რეჟიმში გადიან. სკოლაში, სამი პედაგოგია ინფიცირებული.
თელავის საჯარო სკოლებში შექმნილ ვითარებაზე საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი განმარტებას არ აკეთებს. ლევან მრელაშვილი, ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ორშაბათიდან, ერთი კვირით, დაიკეტება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლაც, სადაც კორონავირუსით პედაგოგი დაინფიცირდა.
სავარაუდოდ, დისტანციურ რეჟიმში სწავლებაზე გადავლენ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის სკოლაშიც. სასწავლო დაწესებულებაში, კორონავირუსი, პედაგოგს გამოუვლინდა, რომელიც ადმინისტრაციის თანამშრომელიცაა.
პედაგოგების ინფიცირების სტატისტიკა, კახეთში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შესამჩნევად მზარდია.

მსგავსი პოსტები

Back to top button