მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

ოპოზიცია ლაგოდეხის მერიას თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს

ოპოზიცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას ინფრასტრუქტურული პროექტის ხარვეზებით მიმდინარეობასა და თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, გიორგი ბოტკოველის მტკიცებით, ლაგოდეხში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, მოასფლატების სამუშაოები საარჩევნო კამპანიის გამო, დაჩქარებული წესით, ხარვეზებით დაიწყო.

“ვითომ საქმეს აკეთებენ და სინამდვილეში მავნებლობენ. აფალტზევე დაყარეს ქვა-ღორღი და ზედ აპირებენ ახალი ასფალტის გადაგებას, მაშინ, როცა ამ ქუჩას საკანალიზაციო სისტემა არ აქვს. ეს არის მავნებლობა, სახელმწიფოსათვის ზარალის მიყენების ხარჯზე”, – განაცხადა ბოტკოველმა.

ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ლაგოდეხის მერმა უპასუხა. ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ პროექტს ხარვეზი არ აქვს.

“პროექტი უკვე დამუშავებულია და არანაირ ხარვეზს არ მოიცავს. ის გარდამავალი პროექტების სიაშია და ჯამური ღირებულება 550 ათას ლარს შეადგენს”, – განაცხადა მდივნიშვილმა.

ოპოზიცია წმინდა ნინოს ქუჩის მოასფალტების საკითხის შესწავლას, სპეციალისტებისგან ითხოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button