კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საგარეჯოში, ავარიის შედეგად, 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ იორმუღანლოსთან, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, გზის გადაკვეთას ცდილობდა, როცა მას გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა.

გარდაცვლილი ახალგაზრდა, სოფელ იორმუღანლოში, ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა და გზის მეორე მხარეს გადასვლა, სავარაუდოდ, სამსახურში წასასვლელად დასჭირდა.

ავტომანქანის მძღოლი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის, მეექვსე ნაწილით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button