სიახლეებისპორტი

“ტორპედოს” თანამშრომელს ვირუსი დაუდასტურდა – მატჩი გადაიდო

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის “ტორპედო” აცხადებს, რომ კლუბში დასაქმებულ რამდენიმე პირს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. შესაბამისად, 28 ოქტომბერს “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” შორის გასამართი ქართული დერბი გადაიდო და შეხვედრა 26 ნოემბერს ჩაინიშნა.

“ვადასტურებთ, რომ ტორპედოში მომუშავე რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე გადაიდო “ტორპედოსა” და ბათუმის “დინამოს” შეხვედრაც. მატჩი 3 ნოემბრის ნაცვლად 8 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 11 370 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 215 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button