მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

თვითიზოლაციაში მყოფთა რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი პირები გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნას 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე შეძლებენ.

დადგენილებაში შესული ცვლილების მიხედვით, იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნა დღეს, 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე და ხვალ, 27 ოქტომბრის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეეძლებათ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, სპეციალურად შექმნილი ჯგუფების საშუალებით, არჩევნებში მონაწილეობას სპეციალური პროტოკოლით შეძლებენ.

კერძოდ, COVID-19-ით ინფიცირების პრევენციის მიზნით შემუშავებული ყველა წესის დაცვით სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელები სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთს მიიტანენ. ასევე, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა, საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით.

თვითიზოლაციასა და სამკურნალო დაწესებულებებში მყოფ მოქალაქეებს ხმის ამ ფორმით მისაცემად რეგისტრაციისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველ ეტაპზე დრო 24-დან 26 ოქტომბრამდე მისცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button