მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

“მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება მიუღებელია”

“ევროკავშირისთვის მიუღებელია, რომ რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის სამი შეთანხმების მიუხედავად მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და მათი სამიზნე სულ უფრო და უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ხდება”, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ის ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მხარეებს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისა და მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„ევროკავშირი კონფლიქტის მხარეებს ახსენებს მათ ვალდებულებებს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის შესახებ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს, დაუყოვნებლივ ჩაერთონ არსებით მოლაპარაკებებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button