მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჯანდაცვა ლაგოდეხში გარდაცვლილ პაციენტზე განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის სამინისტრო ლაგოდეხში, კორონავირუსით გარდაცვლილი 71 წლის მამაკაცის თაობაზე, განმარტებას აკეთებს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “არქიმედეს კლინიკა” კოვიდ-19-ის სახელმწიფო მართვაში ჩართული დაწესებულება.

“უპირველეს ყოვლისა, მწუხარებას გამოვთქვამთ ლაგოდეხში კოვიდდადასტურებული მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნული
სამწუხარო შემთხვევის შესახებ და ცალსახად განვმარტოთ, რომ მამაკაცი შესაბამის სამედიცინო მკურნალობას ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში“ გადიოდა. ზემოაღნიშნული კლინიკა გახლავთ კოვიდ-19-ის სახელმწიფო მართვაში ჩართული დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 71 წლის მამაკაცს, გარდა კოვიდ-19-ისა, ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება. ის კლინიკაში 23 ოქტომბერს მოთავსდა, რის შემდეგაც
მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს პაციენტის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, მამაკაცი გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ ვიზიარებთ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პაციენტის გარდაცვალებაზე ინფორმაცია, რადიო ჰერეთმა გაავრცელა და მიზეზად კლინიკებში ადგილების არარსებობა დასახელდა. 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button