ირაკლი ქადაგიშვილის ახლო კონტაქტები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს

“ქართული ოცნების” ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუატატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის ახლო კონტაქტები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის ერთ- ერთი მოადგილე, რომელიც კოვიდ-19- ზე ტესტის პასუხს ელოდება.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში, კორონა ვირუსი, არცერთ მის კონტაქტს არ დაუდასტურდა.
ქადაგიშვილის შტაბის ხელმძღვანელის, პლატონ კლამახელიძის განმარტებით, კანდიდატს, შტაბში მცირე რაოდენობის კონტაქტები ჰქონდა.
“ჩვენი კანდიდატი, მოძრაობს მუნიციპალიტეტებში, შტაბში მას ძალიან ცოტა კონტაქტები ჰქონდა. ყველამ ჩავიტარეთ ტესტი და კოვიდ-უარყოფითები ვართ. გარეთ თუ ვინმეა იზოლაციაში გადაყვანილი, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ. შტაბი მუშაობას ჩვეულებრივად აგრძელებს. საერთოდაც, მკაცრად ვიცავთ, უსაფრთხოების ნორმებს”, – განაცხადა კალმახელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების კანდიდატს კახეთში, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაცია, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, მან თავად გაავრცელა.