მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხის სკოლების პედაგოგებს მასობრივი ტესტირება ჩაუტარდათ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებს მასობრივი ტესტირება ჩაუტარდათ.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, psr კვლევის შედეგად, კორონავირუსი, სხვადასხვა საჯარო სკოლის სამ მასწავლებელს დაუდასტურდა.

სამივე ინფიცირებული მკურნალობის კურსს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის.

გამოვლენილი ფაქტებისა და პედაგოგებს შორის, კორონავირუსის მზარდი შემთხვევების გამო, საჯარო სკოლების სრული დეზინფექცია იგეგმება.

პედაგოგების კორონავირუსით ინფიცირების გამო, კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, უკვე რამდენიმე სკოლა დაიკეტა და სასწავლო პროცესი, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button