ბუბა კიკაბიძემ, აქციაზე, “თბილისო” ქართულ–რუსულ ენებზე შეასრულა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/10/აქცია-შეჯამება.png)
თბილისში, თავისუფლების მოედანზე „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ აქცია დაიწყო. აქციის ორგანიზატორებმა მხარდამჭერებისა და აქციის მონაწილეებისთვის მოედანზე სკამები მათი დისტანცირების მიზნით განათავსეს. აქციაზე მისულები თერმოსკრინინგს გადიან, მათ პირბადეებსაც ურიგებენ და მათი გამოყენებისკენ მოუწოდებენ.
აქციაზე მისულ მოსახლეობას „გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები სიტყვით მიმართავენ. “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ ჯერ შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა, შემდეგ კი 2 სიმღერა, მათ შორის “თბილისო” ქართულ–რუსულ ენებზე შეასრულა.
თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით შეუერთდნენ მხარდამჭერები რეგიონებიდან.
შეგახსენებთ, რომ “ქართული მარშის” წევრებმა აქციაზე რუსთავიდან მომავალ კოლონას გზა გადაუკეტეს. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.