მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსით 11 თვის ჩვილი დაინფიცირდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, კორონავირუსით 11 თვის ჩვილი დაინფიცირდა.

ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ კოვიდ-19, მას, ძმისგან გადაედო. ის უკვე სტაციონარშია მოთავსებული და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ვირუსი ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგსა და საუბნო- საარჩევნო კომისიის წევრსაც დაუდასტურდა.

თელავის ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული 84 წლის პაციენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კოვიდ-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც ვირუსი ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდგინდა.

კორონა ვირუსი დაფიქსირდა პანკისის ხეობაშიც, სადაც კოვიდ-19 დაუდასტურდა ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელს, საბავშვო ბაღის პედაგოგსა და ერთი ოჯახის ორ წევრს.

რამდენიმე საათის წინ, რეგიონში კორონა ვირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button