კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
გურჯაანში მამაკაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, მამაკაცმა მეუღლე და მეზობელი მოკლა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მამაკაცმა ქალს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა. ასვე გარდაცვლილია დასახმარებლად შესული მეზობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პიროს მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონიძიებები.