Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გურჯაანში, საარჩევნო უბნიდან ენმ-ის დამკვირვებელი გააძევეს

179

გურჯაანში, საარჩევნო უბნიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი გააძევეს.

მირანდა ფაიქიძის განმარტებით, მან საარჩევნო კაბინიდან ამომრჩევლის გახსნილი ბიულეტენით გამოტანა გააპროტესტა.

“დავალებული აქვთ საჯარო მოხელეებსა და დასაქმებულ პირებს, რომ კაბინიდან გახსნილი ბიულეტენით უნდა გამოვიდნენ. მე ეს გავაპროტესტე. ქართული ოცნების წარმომადგენელმა უჩურჩულა კომისიის თავმჯდომარეს და მან დაიწყო ჩემი გაძევების პროცედურა. კომისიამ დაარღვია კანონი და ფეხს არ მოვიცვლი აქედან”, – განაცხდა ფაიქიძემ რადიო ჰერეთთან.

47-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ხათუნა ყალაბეგაშვილმა, უბნიდან დამკვირველის გაძევების ფაქტზე, რადიო ჰერეთთან განმარტების გაკეთება არ ისურვა.

“ძალიან აუცილებელი საქმე მაქვს და ვერაფერს გეტყვით, არ მცალია”, – განაცხადა ყალაბეგაშვილმა.

ამ წუთებში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი საჩივარა ამზადებს, რომელსაც სარჩევნო კომისიას წარუდგენს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი