მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასაქართველოსიახლეები

“გადამწყვეტად მნიშვნელოვანია არჩევნებში ქართველი ხალხის ხმა ისმოდეს”

„დღეს ქართველი ხალხისათვის სასიხარულო დღეა! სამართლიანი არჩევნების გზით ლიდერების თავისუფლად არჩევის უფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ამ დილით, საელჩოს თანამშრომელთა ნაწილთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ელჩი საელჩოს დამკვირვებელთა ჯგუფებს გაუწევს კოორდინაციას, რომლებიც საქართველოს მასშტაბით დღევანდელ არჩევნებს დააკვირდებიან.

„ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს ამ არჩევნებს და დიდი სურვილი აქვს, რომ არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს, თუმცა, საქართველოში არჩევნების წარმატებით ჩატარება საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ქართველი ხალხის ხმა არჩევნებში ისმოდეს”.

დღის განმავლობაში ელჩი დეგნანი ეწვევა საარჩევნო უბნებს, შეხვდება საარჩევნო მოხელეებს და გაესაუბრება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს იმაზე, თუ რას ხედავენ და რა ესმით არჩევნებზე დაკვირვების პროცესში”.

მსგავსი პოსტები

Back to top button