მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე ამომრჩეველს მითითებეს აძლევს

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბანზე გამოჩნდა და ამომრჩევლევბს მითითებებს აძლევს თუ როგორ უნდა დადგენ რიგში.

რადიო ჰერეთთან დამკვირველები აღნიშნავენ, რომ ჯამბურია არაპირდაპირი გზით ცდილობს ამომრჩეველზე გავლენის მოპოვებას.

ლაგოდეხის N1 უბნის გარეპერიმეტრზე ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის ნაკადია. ამომრჩევლები დისტანციას არ იცავენ და არ ემორჩილებიან დამკვირვებლების მოწოდებას.

ჯამბურია აღნიშნავს, რომ ამომრჩეველს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ ამ უბანზე ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ეთნიკური უმცირესობებს წარმოადგენს.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button