მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

“ყარაჯალაში ზონდერ ჯგუფების მობილიზება ხდება”

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანის, კახი კალაძის მტკიცებით, აქვთ ინფორმაცია, რომ ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით ყარაჯალაში არეულობის შესაქმნელად ზონდერ ჯგუფების მობილიზება ხდება. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჩვენ რამდენიმე ბოტკოველის ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში არეულობის შემქნის მიზნით ხდება ზონდერ ჯგუფების მობილიზება. ვაფრთხილებთ ყველას, ტყუილად ნუ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და საარჩევნო პროცესის შეფერხებას”,- თქვა კახა კალაძემ და დასძინა, რომ ნებისმიერ სამართალდაღვევაზე სახელმწიფოს უმკაცრესი რეაგირება ექნება და “დესტრუქციის მოსურნეებს” საკუთარი მიზნების განხორციელების საშუალებას არ მისცემენ.

კალაძის ბრალდებას უპასუხა თავად ბოტკოველმა და აღნიშნა, რომ ეს დამფრთხალი ხელისუფლების საუბარია.

“მინდა მოვუწოდო კიდევ ერთხელ ყველას, რომ მივიდნენ არჩევნებზე. კალაძის განცხადება უბრალოდ სასაცილოა, ეს არის დამფრთხალი ხელისუფლების საუბარი. მათ იციან, რომ არჩევნებს აგებენ და ათას რაღაცას დაგვაბრალებენ ჩვენ. ახლა ვიმყოფები სოფელ ყარაჯალარში, სადაც ის, რაც ხდება, უკვე წარმოსახავს, თუ როგორ არის ხელისუფლება მობილიზებული, როგორმე თავი გადაირჩინოს”, – ამბობს ბოტკოველი.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button