მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

ბერლინში, საკონსულოსთან ამომრჩევლების რიგი არ წყდება

ბერლინში საქართველოს საკონსულოსთან, ამომრჩეველის რიგი არ წყდება. ამის შესახებ რადიო ჰერეთს გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა ლაშა ჭრელაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დღეს დილიდან ხმის მისაცემად მისულ ადამიანებს ორი საათის მანძილზე რიგში უწევდა დგომა.

მისივე თქმით, რაიმე ექსცესს ან პროვოკაციას ხმის მიცემის პროცესში, ადგილი არ ჰქონია.

შედარებით დაბალია აქტივობა მიუნხენში. ქართველი ემიგრანტის თეა ფაიტის თქმით, არჩევნები მიუნხენშიც სტაბილურ ვითარებაში მიმდინარეობს.

“ხმა ნომერ მეთექვსმეტე საარჩევნო უბანზე მივეცი, რომელიც საქართველოს საელჩოშია გახსნილი. ჩემი საარჩევნო უბანზე ყოფნის მომენტში ამომრჩეველთა რიგი არ იყო, არც ზეწოლას ჰქონია ადგილი და ხმა მშვიდ გარემოში მივეცი”, – განუცხადა რადიო ჰერეთს თეა ფაიტიმ.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, დღევანდელი არჩევნებისთვის, ბერლინში ამომრჩეველთა უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა, 1718 ამომრჩეველი დარეგისტრირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button