მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

2020 საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები

საქართველოს მასშტაბით, 2020 წლის საპარალმენტო არჩევნებისთვის გახსნილი საარჩევნო უბნები დაიხურა, შესაბამისად, 4 ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები გახდა საჯარო.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, „ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 52.26 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. ეგზიტპოლების მიხედვით, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ამომრჩეველთა 25,33 %-მა დაუჭირა მხარი. „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო 4,20 %. რაც შეეხება სხვა პარტიებს, „ლელო“ 2,61 %-იანი მხარდაჭერა აქვს, „გირჩმა“ 3,52% მიიღო, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ – 2,37%.

ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული 17:00 საათის ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 41%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მეორე ადგილი დაიკავა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ-გაერთიანებული ოპოზიცია“ -33%-ით, „ევროპულმა საქართველომ“ ხმების 5-% მიიღო, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ -4% მიიღო, “პატრიოტთა ალიანსმა”-3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“-3%, „გირჩი“-3%, „ლეიბორისტული პარტია“ -2%, „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო“-1%, „მოქალაქეები“-1%, ხოლო დარჩენილი 5% სხვა პარტიებზე გადანაწილდა, რომლებმაც 1%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 18:00 საათის მონაცემებით, Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“-55.0%; „ნაციონალური მოძრაობა“- 23.0%; „ევროპული საქართველო“ 3.0 %; „ლელო“ 3,0 %; „პატრიოტთა ალიანსი“ 3. 0%; „სტრატეგია აღმაშენებელი“-3.0%; „გირჩი“ 3,0%; „ლეიბორისტული პარტია“ 1.0%; „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ 1.0%; „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ 1.0 %.

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს ასეთი საარჩევნო შედეგი აქვთ: „ქართული ოცნება“ – 46%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 28%; „ევროპული საქართველო“ – 5%; „ლელო“ – 3%; „გირჩი“ – 3%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 2%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%;

ამასთან, ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამოკითხულთა 50%-ზე მეტმა პასუხის გაცემაზე უარი თქვა. როგორც „ფორმულა“ განმარტავს, ამჟამად წარმოდგენილია ეგზიტპოლის 16:00 საათის მონაცემები, ხოლო 22:00 საათისათვის 18:00 საათის მონაცემებს გამოაქვეყნებენ.

ცდომილება +-1-5%

მსგავსი პოსტები

Back to top button