პოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

“არავითარი გაყალბება და დარღვევები არ ყოფილა”

“ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიწოვანმა დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვა პირველ ტურში, თუმცა არ იქნა ეს მხარდაჭერა საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ პირველივე ტურში გაგვეფორმებინა გამარჯვება, – ასე შეაფასა არჩევნების შედეგები ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა,ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ.

გიორგი შენგელიას განცხადებით, სავარაუდოდ გაიმართება მეორე ტური, სადაც გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება:

„მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მეორე ტურში დამაჯერებლ გამარჯვებას მივაღწევთ აუცილებლად. ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის სახით ზუგდიდელებს გვეყოლება ძალიან ღირსეული ადამიანი პარლამენტში“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მისივე სიტყვებით, მიუხედავად ოპოზიციის კოორდინირებულად მუშობის მოლოდინისა, „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატს გაცილებით მეტი შანსი აქვს გამარჯვების ვიდრე გაერთინების შემთხვევაში ოპოზიციას.

რაც შეეხება ბრალდებებს ოპოზიციის მხრიდან, რომ ადგილი ჰქონდა ე.წ. კარუსელებს და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს, როგორც გიორგი შენგელია განმარტავს, არჩევნებზე მცირე სხვაობა პროცენტებში მიანიშნებს, იმაზე რომ არავითარი გაყალბება და დარღვევები არ ყოფილა. მისივე თქმით, ზუგდიდში ძალიან გამჭვირვალედ და კანონის დაცვით ჩატარდა არჩევნები.

ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მონაწილეობა მიიღო ჯამში 55 ათას 547-მა ამომრჩეველმა, რაც პროცენტულად 46, 17 %-ს შეადგენს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანს 46,14% აქვს, ენმ-ის კანდიდატ მალხაზ ჯალაღონიას 37,97%.

მსგავსი პოსტები

Back to top button