Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან

77

„წადი, წადი“ – ამ შეძახილებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან.

მოწოდება ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა გიორგი კაპანაძემ გააკეთა.

აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის რეზიდენციისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს, სადაც პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას ორგანიზებულია, თუმცა, მას სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ.

პარლამენტთან აქცია გვიან ღამით მას შემდეგ დაანონსდა, რაც ცესკომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ოპოზიციური პარტიების ლიდერები გვიან ღამით ცესკოსთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ ხმების დასაცავად, აქციას გამართავდნენ.

ცესკოს ბოლო მონაცემების მიხედვით, წინასწარი შედეგებით, ქართულ ოცნებას 48.1% აქვს, ენმ-ძალა ერთობაშიას – 27.12%, ევროპული საქართველო – 3.77%, ლელო – 3.25%, პატრიოტთა ალიანსი – 3.18%, სტრატეგია აღმაშენებელი – 3.14%, გირჩი – 2,9%.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი