Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ენტონი ფაუჩს ბრალს უყენებს

119

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყნის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს, ენტონი ფაუჩის პოლიტიკით თამაშში სდებს ბრალს.

გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი ფაუჩის „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო აკრიტიკებს, სადაც მან საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი პანდემიით გამოწვეულ საფრთხეებს სერიოზულად უყურებს, დონალდ ტრამპს კი ქვეყნის გახსნა სურს, რაც საფრთხის შემცველია.

ფაუჩის კომენტარებმა თეთრი სახლის მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. ისინი ფაუჩის ბრალს მიკერძოებაში სდებენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი