სიახლეებისპორტი

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.

საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 8 ნოემბერს, თბილისის ძიუდოს აკადემიაში გაიმართება და ხმის უფლების მქონე ორმოცდათხუთმეტი დელეგატი აირჩევს პრეზიდენტს, რომელიც ქართულ ძიუდოს უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

პრეზიდენტობის მსურველთა განცხადებების მიღების ვადა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე – 8 ოქტომბერს ამოიწურა და უკვე ოფიციალურადაა დაზუსტებული, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ძიუდოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი, მსოფლიოს და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონი თემურ ხუბულური, საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბის წევრი გურამ მოდებაძე და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button