კრიმინალიმნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვენაში მომხდარ ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა

ვენის ცენტრში სინაგოგაზე მომხდარ თავდასხმას სულ 7 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი OE24 პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სავარაუდოდ მოკლეს ერთი თავდამსხმელიც. პოლიციამ თავდასხმა ტერორისტული აქტად შეაფასა. თავდასხმიდან რამდენიმე საათში ავსტრიულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თავდამსხმელებმა მძევლები აიყვანეს ქალაქის მთავარ სავაჭრო ქუჩაზე, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

შეიარაღებული თავდასმა რამდენიმე ვენის ცენტრში სინაგოგაზე მოხდა. თავდასხმის მომენტში დაწესებულება დახურული იყო. პოლიციამ უბანი ალყაში მოაქცია, თვითმხილველების თქმით, სულ მცირე 50 გასროლის ხმა გაისმა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი მოწყობილობა, ე.წ. შაჰიდის ქამარი.

თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ნეჰამერმა და მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ვენაში მომხდარი თავდასხმა სავარაუდოდ ევროპის სხვა ქალაქებში ბოლო დღეებში გახშირებულ ტერორისტულ აქტებს უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ ნოტრ-დამის ტაძრის მრევლზე მომხდარი თავდასხმის დროს მოკლეს 3 ადამიანი.

მსგავსი შემთხვევა მოხდა საფრანგეთის კიდევ ერთ ქალაქში ავინიონში, როდესაც დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს ემუქრებოდა. 31 ოქტომბერს თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა ქალაქ ლიონის ერთ-ერთი ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button