Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

რა შემთხვევაში გადადგება თამარ ჟვანია

161

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამბობს, რომ თუ რომელიმე შედეგი სწორად არ იქნება დათვლილი და ამას არ მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, ის გადადგება. ასე პასუხობს რუსთავი 2-ის ეთერში თამარ ჟვანია კითხვას, თუ რა შემთხვევაში დატოვებს ის თანამდებობას.

“თამარ ჟვანია იმ შემთხვევაში მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას [გადადგება], რომელზეც საუბრობთ, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა, მე ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. ამას ვამბობ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ხალხის ნება იყოს ზუსტად, აკურატულად გადმოცემული, რაც წლების განმავლობაში ასე ხდებოდა, რაც აღიარებულია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, აღიარებულია პარალელური დათვლის შედეგებით.

ამიტომ, როდესაც პოლიტიკური მიზნებისთვის ვინმე შედეგების ნამდვილობის საკითხს აყენებს, ეს არასწორია. აიღონ ყველამ ოქმები, ყველასთვის ხელმისაწვდომია და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, დათვალოს ის. თუ რომელიმე არასწორი იქნება, შემდეგ ვისაუბროთ დანარჩენზე”. – ამბობს ცესკოს თავჯდომარე.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში მის ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი