Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 102-მდე გაიზარდა

55

თურქეთში 30 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 102-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში 147 ადამიანი რჩება, 847 კი უკვე გაწერეს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ იზმირში, სადაც მიწისძვრის შედეგად რამდენი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, 9 ადამიანი დააკავეს, რომლებიც აღნიშნული სახლების მშენებლობასთან არიან დაკავშირებული.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი