Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

BABY SHARK იუთუბის ყველაზე ნახვადი ვიდეო გახდა

68

იუთუბის მომხმარებლებს ახალი ფავორიტი ჰყავთ. 7.042 მილიარდი ნახვით პირველ ადგილს საბავშვო სიმღერა Baby Shark იკავებს. აქამდე რეკორდსმენი ლუის ფონზისა და დედი იანკის 2019 წლის ჰიტი Despacito იყო, ლათინოამერიკულ სიმღერას 7.038 მილიარდი ნახვა აქვს.

Baby Shark არხ PinkFong-ზე 2016 წელს გამოჩნდა, საბავშვო სიმღერა წლიდან წლამდე უფრო პოპულარული ხდებოდა, 2019 წელს კომპოზიცია Billboard Top 100 ჩარტში 32 ადგილი დაიკავა. ანიმაციური სტუდია Nickelodeon ვიდეოს გმირების მიხედვით სერიალის გამოშვებას გეგმავს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი