მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის კახეთის კლასტერები – დადასტურებულია 623 შემთხვევა

24 საათში კახეთში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულდა რაოდენობა 623-მდე გაიზარდა.
თელავის სასწრაფო დახმარების სამსახურის 4 თანამშრომელზე ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.
კორონავირუსი გამოუვლინდა, 37 კვირის ორსულს, რომელიც სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალისგან დაინფიცირდა და სოფელ წინანდლის ერთ პედაგოგს, რომელიც დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
COVID-19 აღმოაჩნდა გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის 2 და ენერგოდისტრიბუციის 2 თანამშრომელს თანამშრომელს, საბავშვო ბაღის პედაგოგს, თიბისი ბანკის თანამშრომელს, რომელიც აქამდე არსებულ კლასტერს ეკუთვნის. ვირუსი დაუდასტურდა კრიმინალური პოლიციის ექსპერტსაც.
სიღნაღში დაინფიცირებულია 1 სკოლის პედაგოგი, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და გურჯაანის სოფლის რწმუნებულს. ამ შემთხვევაშიც გრძელდება ეპიდემიოლოგების მიერ კონტაქტების მოძიება.
საგარეჯოში ვირუსი დაუდასტურდა შემოსავლების სამსახურის კლასტერის კონტაქტს და თოხლიაურის ღვინის ქარხნის თანამშრომელს, გრძელდება ეპიდკვლევა.
ვირუსის მაჩვენებელი მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: თელავი -199, დედოფლისწყარო -21 გურჯაანი- 141, სიღნაღი -54, ყვარელი -82, ლაგოდეხი – 60, ახმეტა -36, ხოლო საგარეჯო -26 მოქალაქე.
ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 445 ადამიანი გადის, მათ შორის 398 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 2 მკურნალობს კარანტინში და 45 იმყოფება კოვიდკლინიკაში. სულ რეგიონში 153 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button