მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასიახლეები

საქართველოს საელჩო ავტრიაში მოქალაქეებს მიმართავს

ავტრიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს საკონსულოში მისვლისგან თავი შეიკავონ.

“ქ. ვენაში მიმდინარე პროცესების გამო, გაცნობებთ, რომ საელჩო და საკონსულო მუშაობას განაგრძობს დისტანციურად, შესაბამისად, განხორციელდება მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციები და იმ მოქალაქეებს, რომელთაც 3 ნოემბერს ვიზიტი აქვთ ჩანიშნული, ვთხოვთ, თავი შეიკავონ საკონსულოში გამოცხადებისგან.

აქვე გაცნობებთ, რომ 24 საათის განმავლობაში მუშაობს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერი: ☎️ +43 676 3259839

საელჩოსთან დაკავშირება შეგიძლიათ ასევე ნომერზე: ‭☎️ +43 1 40398480”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ქალაქ ვენაში ერთდროულად 6 ადგილას ტერორისტული აქტი მოხდა, გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათგან ერთი ტერორისტია.

მსგავსი პოსტები

Back to top button