მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

პროკურატურა მელიასთვის 100 000 ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვს

გენერალური პროკურატურა სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 100 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

უწყება ასევე მოითხოვს, მელიას საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა დაუწესდეს.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე,ს ადაც არჩვენების შედეგებს აპროტესტებდნენ, სამაჯური, პროტესტის ნიშნავს მოიხსნა და გადააგდო.

მსგავსი პოსტები

Back to top button