მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

აქციის მონაწილეები თამარ ჟვანიას გადადგომას მოითხოვენ

ცესკოს შენობასთან შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას და არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „წადი, წადი“.

აქტივისტებმა იქვე აღმართულ რკინის ჯებირზე თამარ ჟვანიას და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით პლაკატები გააკრეს წარწერით – „გამყალბებელი ციხეში“.

აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ და მას გაყალბებულად მიიჩნევენ.

„ივანიშვილმა ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მოპარა არჩევნები და წაართვა იმის უფლება, რომ თავისი გადაწყვეტილებით აირჩიოს მთავრობაც და ხელისუფლებაც. რამდენიმე დღეში ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩენს სამუდამო ადგილს”, – აცხადებენ აქტივისტები.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button