Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ავარიის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურია

80

ახმეტაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახლაგაზრდა ქალი დაშავდა. ის სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გაჩერებულ მანქანას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შეჯახების შედეგად, ქალმა კისრის მოტეხილობა მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“ტვინის შერყევა აქვს და ჯერ კიდევ საჭიროებს მკურნალობას”, – განუცხადა რადიო ჰერეთს, რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.

მომხდარს შს სამინისტრო იძიებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი