Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ლატვიასა და საქართველოს შორის დანიშნული ფრენები აღარ განხორციელდება

89

საქართველოში ლატვიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ლატვიასა და საქართველოს შორის დანიშნული ფრენები აღარ განხორციელდება.

“ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოსა და ლატვიას შორის ფრენები დანიშნული არ არის. ლატვიის მოქალაქეებისათვის სამშობლოში დასაბრუნებლად დანიშნულია ფრენები 3 და 5 ნოემბერს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბრიდან ლატვიაში ამოქმედდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებს სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა უწევდათ.

17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ 1 ოქტომბრიდან, Wizzair-ი ქუთაისი-რიგის რეისზე კვირაში ერთ ფრენას შეასრულებდა. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ კომპანია საქართველოში ფრენებს 4 ოქტომრიდან განაახლებდა.

უკანასკნელი განცხადების შემდეგ ეს ფრენები გაუქმდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი