Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მუტირებული კორონავირუსის გამო, წაულებს მასობრივად გაანადგურებენ

511

დანიაში წაულებს მუტირებული კორონავირუსი აღმოაჩნდათ, რის გამოც ქვეყანაში 15-17 მილიონ სულ ცხოველს გაანადგურებენ. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტტე ფრედერიკსონმა განაცხადა.

მისივე თქმით, წაულებში აღმოჩენილი მუტირებული კორონავირუსი ადამიანებზე ვრცელდება და ანტისხეულების წარმოქმნის უნარს აქვეითებს. გარდა ამისა, მუტაცია წარმოადგენს პრობლემას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის, რომელიც ამჟამად იქმნება.

ამ დროისთვის გამოვლენილია 12 ადამიანი კორონავირუსის მუტირებული ვარიანტით ჩრდილოეთ იუტლანდიაში, – განაცხადა ფრედერიკსენმა და დასძინა, რომ ვირუსი შეიძლება, გავრცელდეს არა მარტო დანიის დანარჩენ ნაწილში, არამედ მთელს მსოფლიოშიც.

ცხოველთა ფერმების მფლობელებს დახმარებას გაუწევენ, – განაცხადა, თავის მხრივ, დანიის სურსათისა და თევზჭერის მინისტრმა მოგენს იენსენმა.

დანია წაულას ბეწვის ერთ-ერთი უმსხვილესი მწაროებელია მსოფლიოში. ქვეყანაში ამ მიმართულებით 1139 ფერმა მუშაობს, რომელშიც ჯამში 15-17 მილიონი სული წაულა ცხოვრობს. დანიის ხელისუფლების მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევები 200-ზე მეტ ფერმაშია აღმოჩენილი, მათგან 67-ში ყველა ცხოველი უკვე გაანადგურეს, – იუწყება “DW”.

ივნისის დასაწყისში, წაულას ფერმებზე კორონავირუსის აფეთქებების შემდეგ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ნიდერლანდების ხელისუფლებამაც.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი